რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც თავის მდგომარეობას აღწერს.
განცხადების გარდა პოლიტიკოსი ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ის კლინიკის კიბეებზე ჩადის. პოლიტიკოსი თავის წერილში აღწერს მის მდგომარეობას, ჰყვება რა პრობლემებთან უწევს გამკლავება მოწამვლის შემდეგ.
"მოდით მოგიყვებით, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი გამოჯანმრთელება. ეს უკვე ნათელი გზაა, თუმცა არც ისე მოკლე. ყველა მიმდინარე პრობლემა, ის რომ ჩემს ხელში ტელეფონი უსარგებლოა როგორც ქვა, და რომ წყლის დალევის პროცესი მთელ ატრაქციონად იქცევა - ნამდვილი უაზრობაა.
ავხსნი. ცოტა ხნის წინ მე ვერ ვცნობდი ადამიანებს და ვერ ვერ ვხვდებოდი, როგორ მელაპარაკა. ყოველ დღე ჩემთან მოდიოდა ექიმი და მეუბნებოდა: ალექსეი, მე მოგიტანეთ დაფა, მოდით მოვიფიქროთ, რა სიტყვა დავწეროთ ამ დაფაზე. ამ ფაქტს სასოწარკვეთამდე მივყავდი - მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე ვხვდებოდი რა უნდოდა ექიმს, მაგრამ ვერ ვხვდებოდი სად უნდა ამეღო ეს სიტყვა. თავის რომელ ადგილას ჩნდება ეს სიტყვები? სად მეპოვა ეს სიტყვა და რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ მას რაიმე მნიშვნელობა ჰქონოდა? ეს ყველაფერი გაუგებარი იყო. ვერც იმას ვხვდებოდი, როგორ გამომემჟღავნა ჩემი წუხილი და ამიტომ, უბრალოდ ჩუმად ვიყავი. ამასობაში ეს უკვე ის პერიოდია, რომელიც მე მახსოვს.
ახლა ვარ ბიჭი, რომელსაც ფეხები უკანკალებს, მაშინ როდესაც ის კიბეზე გადაადგილდება. მაგრამ ვფიქრობ: "ო, ეს ხომ კიბეა. მისი მეშვეობით ადიან. ჯობს ლიფტი ვიპოვო". სხვა დროს უბრალოდ ვიდგებოდი და უაზროდ ვუყურებდი.
ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, თუმცა "შარიტეს" კლინიკის გადასარევმა ექიმებმა მთავარი პრობლემა მოაგვარეს. ექიმებმა გადამაქციეს "ტექნიკურად ცოცხალი ადამიანისგან" ისეთად [ადამიანად], ვისაც ყველა შანსი აქვს კვლავ გახდეს თანამედროვე საზოგადოებაში ყოფნის უმაღლესი ფორმა - ადამიანი, რომელსაც შეუძლია Instagram-ის სწრაფად დათვალიერება და უყოყმანოდ ესმის, თუ სად უნდა დასვას მოწონების (ლაიქის) ნიშანი", - წერს ალექსეი ნავალნი Facebook-ში.